კაპუციხი

კაპუციხი, კა­ხე­თის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. შტოქედი, მდინარეების – შრომისხევისა და ნინოსხევის წყალგამყოფი. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. იწყება 2720 მ სიმაღლეზე და სამხრ-ით ეშვება ალაზნის ვაკეზე. ქედზე აღმართულია მთა კაპუციხი (2176 მ) და 2262 მ სიმაღლის უსახელო მთა. კ-ის კალთები ციცაბოა, სუსტად დანაწევრებული. კაპუციხის ქედის თხემი სუბალპ. და ალპ. ბალახეულითაა შემოსილი, კალთები – ფართოფოთლოვანი (უმთავრესად წიფლის) ტყით.

დ. უკლება