კაპუჭური ენა

კაპუჭური ენა,კაპუჭურჰუნ­ზიბურიენა, ­ბეჟიტურიენა, იბერიულ-კავკასიური ­ენე­ბის დაღესტნურ ენათა ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა. გავრ­ცელებულია დაღესტნის წუნტის რ-ნის აულებში: ბეჟიტაში (ქართ. კაპუჭი), ხოშარხოტა­ში, ანუ ხოშარხოში (ქართ. ხაშალხუტი), ტლადალში (ქართ. ქალა­ქი), ჰუნზიბში, ღარბუთლსა და ნაჰადაში, აგრეთვე ყვარლის რ-ნის სოფ. ჩანთისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში. კ. ე-ზე ლაპარაკობს დაახლ. 4500 კაცი. გაირჩევა 2 დიალექტი: კაპუჭური და ჰუნზიბური. კაპუჭურ დიალექტში გამოიყოფა სამი კილოკავი: საკუთრივ კაპუჭური, ხაშალხუტური და ტლადალური. სხვაობა მათ შორის ძირითადად ფონეტ. ხასიათისაა.

ფონეტ. სისტემაში 5 მარტივი – ა, ე, ი, ო, უ – ხმოვნის გარდა წარმოდგენილია მეორეული წარმოშობის გრძელი ნაზალური და აგრეთვე უმლაუტიზებული (კაპუჭური) ვარიანტები, ე. წ. ირაციონალური ხმოვანი (ს), ვიწრო, ლაბიალიზებული ა და ღია, ა-სკენ გადახრილი ო (რ) (ჰუნზიბური). მახვილი სუსტი, დინამიკურია და ძირითადად მოძრავი. თანხმოვნებში დასტურდება ხშულთა სამეულების, სპირანტთა წყვილეულებისა და ცალეულების სისტემა. სპეციფ. თანხმოვნებია: ყრუ ლატერალები (ფშვინვიერი აფრიკატი და სპირანტი, მკვეთრი აფრიკატი), ქვემო ხახისმიერი მჟღერი და ფშვინვიერი სპირანტები, აგრეთვე ხორხისმიერი მკვეთრი ხშული. ფუძეებს ახა­სი­ა­თებს სრულხმოვანება. წყობა აგლუტინაციურია. გრამატ. კატეგორიები უმთავრესად სუფიქსებით იწარმოება, სა­ხე­ლისა და ზმნის საზიარო კატეგორიებია კლასი და რიცხვი. მხ. რიცხვში არის 4 გრამატ. კლასი: ი, Q, ბ (>მ), რ(>Q – კაპუჭური, ნ- ჰუნზიბური), მრ. რიცხვში – 2: ბ(>მ) და რ(Q; ნ). მდიდარია მრ. რიცხვის ფორმანტებით. ძირითადი ბრუნვებია: სახ., მოთხრ., მიც., ნათ. და მოქმ.; ახა­სი­ა­თებს ლოკატიური (წარმოშობით თანდებულიანი) ბრუნვების სერიათა სისტემა. ბრუნება არის ერთფუძიანიც და ორფუძიანიც. ზმნაში კლასისა და რიცხვის გარდა გარჩეულია დრო, კილო, კაუზატივი, მრავალგზისობა და უნახაობა. დიფერენცირებულია გარდამავალი და გარდაუვალი ზმნე­ბი. კლასნიშნით გამოხატულია გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალი ზმნის პირდაპირი ობიექტი. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ­ქმნის, გარდაუვალი – ნომინატიურს, ხოლო გრძნობა-აღქმის ზმნები – დატიურს. რთული ქვეწყობილი წინადადება არ მოეპოვება, მის ფუნქციას ასრულებს მარტივი წინადადება საგარემოებო და პირ-კილოს ფორმების მეშვეობით. სი­ტყ­ვათა შორის სინტაქსური და­მოკიდებულების ძირითადი სახეებია შეთანხმება, მართვა, მირთვა. მსაზღვრელი უსწრებს ­საზღვ­რულს. სიტყვაწარმოება ­სუსტა­დაა განვითარებული. ­თვლის სისტემა ათობითია. მრავლადაა ნასესხები სიტყვები ხუნძურიდან, ქარ­თულიდან, რუსულიდან. არაბ.-სპარს.-თურქ. ლექსიკა უმთავრესად შესულია ხუნძურის მეშვეობით.

კ. ე. უმწერლობოა. სამწერლობო ენად იყენებენ ხუნძურს.

ლიტ.: ლ ო მ თ ა ძ ე  ე., მრავლობითის წარმოება კაპუჭურ-ჰუნზიბური ენის ზმნა­ში, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1953, ტ. 5; მ ი ს ი ვ ე, Анализ капучинско-гунзибского языка, იქვე, 1956, т. 8; Б о к а р е в  Е. А., Гунзибский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Б о к а р е в  Е. А., М а д и е в а  Г. И., Бежитинский язык, იქვე; М а д и е в а  Г. И., Грамматический очерк бежитинского языка, Махачкала, 1965.

ე. ლომთაძე