კარაბადინი

კარაბადინი XI ს.

კარაბადინი, სამკურნალო წიგნების საერთო სახელწოდება ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძირითადად განკუთვნილი იყო პრაქტიკოსი ექიმებისთვის, საოჯახო კარაბადინი – არაექიმთათვის, მოკლე კარაბადინი კი თანამედროვე ცნობარივით გამოიყენებოდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემდე შესწავლილი და გამოცემულია ქანა­ნელის „უსწორო ­კარაბადინი" (XI ს.), ხოჯაყოფილის ­„წიგნი სა­აქიმო" (XII ს.), ზაზა ფა­ნასკერტელ-ციცი­შვი­ლის „სამკურ­ნალო წიგნი – კარაბადინი" (XV ს.), დავით ბატონი­შვი­ლის „იადი­გარ დაუდი", ი. ბაგრატიონის „წიგნი სიმართლისა და ­აქიმობის", აგრეთვე პ. კლაპიტონი­შვი­ლის „მოკლე კარაბადინი ანუ დარიგება ადვილად წამლობისთჳს მრავალთა გვართა შინაგანთა და გარეგანთა სნეულებათა" და „მოკლე კარაბადინი ანუ დარიგება მისთვის, თუ ვითარი ღონისძიება და შემწეობა მოიხმარონ კაცთათვის ჟამთა უეცრად ჩავარდნისა და სასიკვდილოსა მდგო­მარეობისა შინა" (ორივე XIX ს.) და სხვ.

კ-ში მოცემულია ზოგადი საექიმო პრინციპები, აღწერილია სხვადა­სხვა დაავადება, მათი მკურ­ნალობისა და სამკურნ. საშუალე­ბათა დახასიათება. განმარტებულია სანიტ., ფიზიოლ., ბიოლ., ფარმაკოლ., ჰიგიენური და სხვა ცნებები.