კარავი

კარავი

კარავი, ადგილიდან ადგილზე გადასატანი ან უძრავი, ადვილად ასაწყობ-დასაშლელი საცხოვრებელი. კულტ. ისტორიაში კ-ის წინამორბედად მიჩნეულია ხის ტოტებისა და ქერქისაგან ნაგები ქარსაფარი, რ-იც XX ს. დამდეგამდე შემორჩა (ავსტრალიელები, ცეცხლისმიწელები, აფრიკის ბუშმენები, პიგმეები). მიჩნეულია, რომ ორი ქარსაფრის შეერთებით პირველი ორფერდა კ. წარმოიშვა. მსოფლიოს სხვა­და­სხვა ხალხში ცნობილია კონუსისებური, ნახევრად­სფერული, პირამიდული და სხვ. კ. (ვიგვამი, ჩუმი, ტიპი, ვეჟა და სხვ.). ბინადარ მიწათმოქმედ ხალხში კ. თანდათან მყარ ნაგებობად იქცა. კ-მა განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია ტიბეტის, ირანის, არაბ., მონღ. და შუა აზიის მომთაბარე ხალხებში (იურთა, გედანი და ა. შ.). გადასატანი კ-ების ეს სახეები დაედო საფუძვლად ისტორიაში ცნობილ სალაშქრო, აგრეთვე თანამედროვე სამხ., ტურისტულ, საექსპედიციო და სხვ. კ-ებს.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ-ს საცხოვ­რებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ. მისი უმარტივესი ფორმა – მონადირის კ. – ბოლო დრომდე რ-იც ეთნოგრ. სინამდვილეში სამეურნეო დანიშნულებისაა, ალპურ საძოვრებზე კი მწყემსის სეზონურ სადგომს წარმოადგენს.

ლიტ.: Л и п с  Ю., Происхождение вещей, пер. с нем., М., 1954.

ვ. შამილაძე