კარამზინი ნიკოლოზ ­მიხეი­ლის ძე

კარამზინი ნიკოლოზ ­მიხეი­ლის ძე [1(12). XII. 1766, სოფ. მიხაილოვკა, ახლანდ. ბუზულუკის რ-ნი, ორენბურგის ოლქი, – 22. V (3. VI). 1826, სანქტ-პეტერბურგი], რუსი მწერალი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი. რუს. სენტიმენტალიზმის მამამთავარი. ამ მიმდინარეობის სულისკვეთებითაა დაწერილი მისი „რუსი მოგზაურის წერილები" (1789–91), მოთხრობები: „ფროლ სილინი", „საწყალი ლიზა" (1792). თვალსაჩინო წვლილი შეიტანა რუს. სალიტ. ენის განვითარებაში, რუს. ისტორიოგრაფიაში. ნაშრომში „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია"(ტ. 1–12, 1816–26) საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული რუს.-სა­ქართვ. ურთიერთობა XVII ს-მდე. კ. ხოტბას ასხამს თამარ მეფეს, მისი მმართველობის პერიოდს ქართ. სიტყვიერების ოქროს ხანას უწოდებს, სიმამაცეს უქებს ქართველებს. კ. პოპულარული იყო ქართ. სალიტ. წრეებში. მის შემოქმედებას დიდად აფასებდნენ ს. დოდა­შვი­ლი, ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი და სხვ. ჟურნ. „ცისკარში" იბეჭდებოდა კ-ის ნაწარმოებების ქართ. თარგმანები.

ლიტ.: რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1950.

ვ. შადური