კარანაძე გრიგოლ თეოფილეს ძე

გ. კარანაძე 

გრიგოლ თეოფილეს ძე (25. II. 1902, სოფ. სამიქაო, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 1970, თბილისი), სახელმწიფო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1945). შსსკ დამსა­ხურებული მუშაკი (1942), 1930–38 იყო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სა­ქართვ. სხვადა­სხვა რ-ნში. მუ­შა­ობ­და ყირიმის ასსრ შს სა­ხელმწ. უშიშროების სახ. კომისრად (1938–42), დაღესტნის ასსრ შს სახ. კომისრად (1942–43), სა­ქართვ. სსრ შს სახ. კომისრად (1943–52), სა­ქ. სსრ შს მინისტრის მო­ად­გი­ლედ (1953) და სა­ქართვ. სატყეო მეურნეობის სახელმწ. კომიტეტის თავ-რის მო­ადგი­ლედ (1957–70). დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ლ. დოლიძე