კარატი

 კარატი, 1. მასის ერთეული ძველ საბერძნეთში. შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ბერძნ.-რომაული კ. უდრიდა 0,189 გ, ეგვიპტური – 0,196 გ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დამკვიდრდა კერატის (XI–XVII სს.) და ყირათის (XVII–XVIII სს.) სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის მასების სისტემაში და მისი 1/12, ანუ 0,21 გ იყო. ყირათი შეადგენდა მისხლის 1/24, ანუ 0,19 გ.

2. ძვირფასი ქვების მასის საზომი. 1907 პარიზის საერთაშ. კონვენციის განსაზღვრით კ. უდრის 200 მგ, ანუ 2.10-4კგ. სსრკ-ში შემოიღეს 1922-იდან. ზოგ ქვეყანაში აღნიშნავს ძვირფასი ლითონების შენადნობის სინჯს.

გ. ჯაფარიძე