კარატისჯვარი, მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოებაზე, მდინარეების ლიქოკისხევისა და აკუშოსხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2684 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა და შემოსილია სუბალპ. და ალპური მდელოებით.
ლ. მარუაშვილი