კარბელაანთ კილო

კარბელაანთ კილო, ქარ­თული (ქართლ-კახური) გალობის კილო, რომელიც კარბელაშვილების საგვარეულო ტრადიციამ ­ზეპირად შემოინახა. საგვარეულოს სა­თა­ვეში დგანან პეტრე კარბელა (ხმალაძე, 1754–1848), რ-იც გალო­ბას მცხეთის საკათალიკოსო სემინარიაში დაეუფლა, და მისი ­შვი­ლი – გრიგოლი (1812–80), რ-იც შიომღვიმის მონასტერსა და მარტყოფში მოღვაწეობდა. XIX–XX სს. გრიგოლის შვილებმა – ფილიმონმა, პოლიევქტოსმა და ვასილმა – განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გალობის აღდგენისა და მისი ნოტებზე გადატანის საქმეში. „კარბელაანთ კილო" ფიქსირებულია მათ მიერ მომზადებული და გამოცემული კრებულების სატიტულო გვერდებზე.

ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე ს., ძმები კარბელაშვილები, «მუსიკა», 2012, №4; ქართლ-კახური გალობა კარბელაანთ კილოთი, I ნაწ., «მწუხრი», ტფ., 1897; II ნაწ., «ცისკარი», ტფ., 1898; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ივ., ქარ­თული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938; Ониани Е., Сухиашвили М., Семья Карбелашвили, Православная энциклопедия, М., 2012.