დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი , ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  დ ა ვ ი თ  ა ღ მ ა შ ე ნ ი ს  ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს   უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი (სდასუ), დაარსდა 1991.

უნ-ტში წარმოდგენილია უმაღლესი აკად. განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. უნ-ტს აქვს 5 ფაკ-ტი: იურიდიული, ეკონ. და ბიზნესის, მედიცინის, სოც. მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა. უნ-ტში სტუდენტები ირიცხებიან ერთიანი ეროვნ. გამოცდების შედეგად;

2010 წ. 1 იანვრისათვის მათი 75% დაფინანსებული იყო სხვადასხვა სახის სახელმწ. გრანტით. უნ-ტში მუშაობს კონკურსის გზით არჩეული 45 სრული და 97 ასოცირებული პროფესორი.

მიმდინარეობს სამეცნ.- კვლ. მუშაობა. ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა სამეცნ. კონფერენცია. უნ-ტს აქვს ქართ.-ინგლისური სტომატოლოგიური ინ-ტი.

უნ-ტის ბ-კის წიგნადი ფონდი მოიცავს 23571 ერთეულს, აქედან 13157 სახელმძღვანელოა.

გამოსცემს გაზეთ „სდასუს".

წარჩინებული სტუდენტებისათვის უნ-ტში დაწესებულია წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა და სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელობის სტიპენდიები. უნ-ტი გაწევრიანებულია ევრ. ბიზნეს ასამბლეაში. ურთიერთობა აქვს ევრ. წამყვან უნ-ტებთან.

ი. ჭუმბურიძე