კარდიოქირურგია

კარდიოქირურგია, გულ-სისხლ­ძარღვ­თა­ ქი­რურგია, გუ­ლი­სა და მაგისტრალური სისხლძარ­ღვე­ბის ­თანდაყოლილი და შეძენი­ლი დაავადებების აღ­მო­ფხვრა ოპერაციული გზით. მოიცავს ბავშვთა და მოზრდილთა კ-საც.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ ზოგიერთი მონაცემი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. XVII–XIX სს-ში აღწერეს გულის ზოგიერთი მანკი და კორონარული სისხლის მიმოქცევა.

XX ს-ში კარდიოლოგიის განვითარებასთან ერთად ვითარდება კ-ც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგ. ოპერაციაა კორონალური შუნტირება. ამავე საუკუნეში განხორციელდა გულის გადანერგვაც (კ. ბარნარდი, 1967, სამხრ. აფრიკის რესპუბლიკა).

1941–70 თბილისში, ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თორაკალური ქირურგ. კა­თედ­რას განაგებდა ნ. ანთელავა. კლინიკაში პირველად სა­ქარ­თვე­ლო­ში განხორციელდა ოპერაციები „ჰიპოთერმიის ქვეშ" და „მშრალ გულზე".

სა­ქარ­თვე­ლო­ში გულის პირველიკომისუროტომია – 1961 ჩაატარა მ. ჩაჩავამ.

1969 აკად. კ. ერის­თა­ვის სახ. ექსპერ. და კლინიკური ქირურგიის ინ-ტში გაიხსნა კ-ის პირველი ­განყ-ბა, სადაც ბავშვებსა და მოზრდილებზე ტარდებოდა გულის ოპე­რაციები სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე. ამ ოპერაციების უმეტესობა პალიატიურ ხასიათს ატარებდა (განყ-ბის ­ხელმძღვ. – ვ. ფუფინი, შემდგომ – ვ. გეტმანსკი). 1970-იდან თბილ. ექიმთა დახე­ლოვნების ინ-ტის გულმკერდის ქირურგ. კა­თედრას განაგებდა ვ. ფიფია. მან ერთერთმა პირველმა დაიწყო გულის მანკის ქირურგ. მკურნალობა.

კ-ის შემდგომი განვითარების მიზნით, 1984 ახალ­გაზრდა ქართველ ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა მოსკოვის ა. ბაკუ­ლევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. ცენტრში (­ხელმძღვ. ვ. ბურაკოვსკი). იმ დროისათვის ცენტრი წარმოადგენდა წამყვან კარდიოქირურგიულ დაწესებულებას, სადაც მოღვა­წეობდა 50-ზე მეტი ­ქართვ. სპეციალისტი ქირურგ., ანესთეზია-რეანიმაციის და კარდიოლოგიის მიმართულებით (ე. კობახიძე, ვ. ალექსი-მესხი­შვი­ლი, დ. იოსე­ლიანი და სხვ.). ვ. ბურაკოვსკის და მისი ცენტრის პატრონაჟით თბილ. კ. ერის­თა­ვის სახ. ექსპერ. და კლინიკური ქირურგ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კ-ის განყ-ბაში და­ი­ნერ­გა თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ოპერაციული მკურნალობა სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მეთოდის გამოყენებით. იქვე დაარსდა ექსპერ. კ-ის ლაბორატორია (­ხელმძღვ. ს. ჭილაია), რ-იც მუ­შა­ობ­და ხელოვნური სისხლის მიმოქცევის, ხელოვნური სისხლის, ხელოვნური გულის, დამხმარე სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე.

სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქირურგ. ინ-ტის კ-ის განყ-ბამ დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან კარდიოქირურგიულ ცენტრებთან და ქირურგებთან, კერძოდ, დებორასა (აშშ, ნიუჯერსი) და ზაბჟეს (პოლონეთი) კარდიოქირურგიულ ცენტრებთან, ამერიკის წამყვან კარდიოქირურგებთან (ჯ. კლიკი და ს. მირჰუსეინი). ამ თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა მატერ.-ტექ. ბაზის გაუმჯობესება და ექიმთა პროფ. უნარების ამაღლება, რამაც განაპირობა ­ქართვ. ქირურგების მიერ ოპერაციების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა; ჩატარდა ოპერაციები ბავშვებში თანდაყოლილ (თ. ჩაჩანა­შვი­ლი) და შეძენილ მანკებზე – გულის სარქვლების პროთეზირება (ო. გიორგაძე და ნ. ხურცილავა). პირველი კორონარული შუნტირება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტზე შესრულდა ზ. ბახუტა­შვი­ლის მიერ (1993).

1996 აშშ-ის დახმარებით თბილისში ფუნქციონირება დაიწ­ყო ახალმა ბავშვთა კ-მა განყ-ბამ (შემდგომში – ჯო ენის სახ. სამედიცინო ცენტრი; პროექტის ავტორი – ი. მეტრეველი, კოლეგებთან ერთად). 1999-იდან ცენტრმა დამოუკიდებლად დაიწყო თანდაყოლილი მანკების რადიკალური კორექცია, რამდენიმე წლის შემდეგ კი – მოზრდილთა პათოლოგიის კარდიოქირურგიული მკურნალობა (­ხელმძღვ. – ა. ცინცაძე).

2001 გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე, გერმ. კოლეგების დახმარებით, გაიხსნა მოზრდილთა კარდიოქირურგიული განყ-ბა, სადაც ამჟამად სრულდება ყველა სახის ოპერაცია. 2012 განყ-ბამ ზ. ბახუტა­შვი­ლის ხელმძღვანელობით განავითარა მინიინვაზიური კ.

2002-იდან ქირურგ. ინ-ტის გულის ქირურგ. ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო კარდიოქი­რურგიულმა კლინიკამ „ღია გუ­ლი". ამჟამად კლინიკაში წარმოდგენილია მოზრდილთა და ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპე­რაციების სრული სპექტრი (ხელმძღვ. ს. ლომინაძე).

2006-იდან ქ. ქუთაისში, აკად. ცხაკაიას სახ. დას. სა­ქართვ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, გაიხსნა კარდიოქირურგიული განყ-ბა (­ხელმძღვ. კ. ბესელია). ამ ცენტრში პირველად სა­ქარ­თველო­ში განხორციელდა აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია მომუშავე გულზე. ეს მეთოდი უკვე გამოიყენება თბილ. წამყვან კლინიკებში.

2008-იდან ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრ. საუნივერსიტეტო კლინიკა­ში ფუნქციონირება დაიწყო კარ­დიო­ქირურგიულმა განყ-ბამ (ხელმძღვ. ზ. კაციტაძე). 2013 გაიხსნა თბილ. გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, სადაც ასევე ფუნქციონირებს კარდიოქირურგიული განყ-ბა (­ხელმძღვ. კ. ბესელია). კლინიკაში პირველად სა­ქარ­თვე­ლო­ში წარმატებით შესრულდა აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციები მინიინვაზიური თორაკოსკოპიური მეთოდით.

2016 ჩა­მო­ყა­ლიბ­და ისრაელ-საქარ­თვე­ლოს ერთობლივი სამედ. კლინიკა „ჰელსიკორი“ (­ხელმძღვ. ლ. ქარაზანა­შვი­ლი), სადაც პირველად და­ი­ნერ­გა და შესრულდა აორ­ტის სარქვლის პლასტიკა მინი-თორაკოტომიური კვეთით, რ-ის სიგრ­ძეც 5 სმ არ აღემატება.

სა­ქარ­თვ. ზემოხსენებულ კარდიოქირურგიულ კლინიკებში წელიწადში საშუალოდ 300–500 ოპერაცია კეთდება. მთლიანად ქვეყანაში (2017 მონაცემებით) დაახლ. 2700 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში შესრულებული ოპერაციები სრულად ასახავს მსოფლიო კ-ში არსებული ოპერაციული მკურნალობის სპექტრს გულის გადანერგვის გამოკლებით.

ზ. ბახუტა­შვი­ლი

კ. ბესელია