კართანის ეკლესია

კართანის ეკლესია, არქიტექტურის ძეგლი. მდებარეობს სოფ. მაღაროსკარის ჩრდ-ით 4 კმ-ზე, მდ. ფშავის არაგვის ­მარცხ. ნაპირზე, ნასოფლარ კართანის ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძეგლი 1986 გათხარა ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის არქეოლ. კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლ. ექსპედიციამ (­ხელმძღვ. რ. რამი­შვი­ლი). ეკლესია (7,2 მ × 5,3 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,5–0,7 მ არ აღემატება. შესასვლელი დასი­დანაა. აღმ-ით ნახე­ვარწრიული აფსიდია. იატაკი თიხატკეპნილია. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ შემაღლებულია 0,2მ-ზე. ბაქანზე წინიდან მიდგმულია ნატეხი ქვით ნაგები კუბის ფორმის კვარცხლბეკი, რ-იც, როგორც ჩანს, ჯვრისათვის იყო განკუთვნილი.

გ. რჩეული­შვი­ლი