კარიატიდა

კარიატიდა, [ბერძნ. karyatides, სიტყვასიტყვით – არტემიდას ტაძრის ქურუმი ქალები კარიეში (ლაკონიკეს ოლქი, ძვ. საბერძნეთი)], ფეხზე მდგომი ქალის ქანდაკება, რ-იც არქიტექტურულ ნაგებობაში გამოყენებულია კოჭის საყრდენად ან დეკორატიულად გამოხა­ტავს ამ ფუნქციას. კ. ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურსა და XVII–XIX სს. ევრ. არქიტექტურაში. სა­ქარ­თვე­ლო­ში კ-ის გამოყენების ნიმუშია ყოფ. „საარტისტო წრის“ შენობა თბილისში (შოთა რუსთაველის გამზ. №14).