კარიბჭე, პორტიკი, შენობის წინ გამოწეული ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი ან სამი მხრიდან. ძირითადად აფორმებს მთავარ, საზეიმო შესასვლელს. დაგვირგვინებულია ფრონტონით ან ატიკით. კ. ფართოდ იყო გავრცელებული ანტ. ეპოქის ძვ. საბერძნეთში. ამ პერიოდში ხშირად განცალკევებულად მდგომ კ-ებსაც აგებდნენ. კ-მ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ევრ. არქიტექტურაში (ძირითადად კლასიციზმის ხანაში – XVIII ს. – XIX ს. I მესამედი). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ეკლესიას აქვს კ-ები დას-ით, უფრო ხშირად – სამხრ-ით, ზოგჯერ – ორივე მხარეს. მათ ამკობდნენ მდიდრული დეკორით. ცნობილია დმანისის სიონის, ნიკორწმინდის, მანგლისის, ბეთანიის და სხვ. ტაძართა კ-ები. ცალკე მდგომთაგან საყურადღებოა სვეტიცხოვლის გალავნის კ.