კარიბოვი (კ ა რ ი ბ ი დ ი ს ი) სერგო (სერგიოს) ივანეს ძე (დ. 15. IV. 1935, სოფ. ბეშთაშენი, ახლანდ. წალკის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1989). 1958 დაამთავრა სპი-ის ენერგეტ. ფაკ-ტი სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის სპეციალობით. 1958–64 მუშაობდა თბილ. ელექტროტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1964–72 მივლინებული იყო მოსკოვის ენერგეტ. ინ-ტში. 1972–86 მუშაობდა თბილ. ელმავალმშენებელ ქ-ნაში წამყვან სპეციალისტად. 1988-იდან სპი-ში ელექტრული ტრანსპორტის კათედრას ხელმძღვანელობდა, 2011-იდან კი მიმართულების ხელმძღვანელია. შრომისათვის „დამოუკიდებელი აგზნების მქონე ეკ-14 კოქსმქრობი ელმავლის კვლევა, შექმნა და დანერგვა" 1982 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.
კ-ის ნაშრომები ძირითადად ეძღვნება ელექტრომოძრავი შემადგენლობის წევის ამძრავის კონსტრუირებას და კვლევას. არის მრავალი სამეცნ. შრომის (მ.შ. სამი გამოგონების), მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: Динамика нелинейных систем тягового электропривода постоянного тока, Тб., 2012; Статистические преобразователи, Тб., 2014.