კარის საეპისკოპოსო

კარის საეპისკოპოსო, შუა საუკუნეების საეპისკოპოსო სამცხე-საათაბაგოში. ცნობები ამ საეპისკოპოსოს არსებობის შე­სახებ მწირია. XVI ს. დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის საფუძველზე კ. ს-ს სამწყსოში შედიოდა მთელი ყარსი კოლისა და ოლთისის საზღვრამდე, ხოლო კარელი ეპისკოპოსი მეთერთმეტე ადგილზე სახელდება.

წყარო: ჟორდანია  თ., ქრონიკები და სხვა მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.