კარკუჩა, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. სნოსწყლის (თერგის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1810 მ, სტეფანწმინდიდან 13 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.
სოფელში დგას წმ. გიორგის სამი ნიში – ნადარბაზევის, ღალანგურის და ყანანაზისა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.