კარმელიტების ქრონიკა, უპოვართა კათოლიკური მონაზვნური ორდენის (დააარსა იტალ. ჯვაროსანმა ბერტოლდმა XII ს. II ნახ. პალესტინაში) მისიონერთა ქრონიკა, რ-იც მრავალი მეცნიერის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შეიკრიბა, აიკინძა და 1939 წ. 4 ტომად გამოიცა ლონდონში სათაურით: „სპარსეთში მყოფ კარმელიტთა ქრონიკა და კათოლიკური მისიები XVII–XVIII საუკუნეებში". კრებული შეიცავს კარმელიტ მისიონერთა დღიურებს, სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ წერილებს და ანგარიშებს, „პროპაგანდის კონგრეგაციის" სესიების ოქმებსა და სხვ. ეს მასალები ნათლად ასახავს ვატიკანის მისწრაფებას, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაება ირანი და საქართველო, გაევრცელებინა კათოლიკობა აღმ. ქვეყნებში. „კ. ქ-ში" არის საქართველოს მეფეებისა და ირანის შაჰების მიმოწერა რომის პაპებთან, აღწერილია ირან-ოსმალეთის ომები საქართველოს წინააღმდეგ. „ქრონიკა" არაერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის შაჰ-აბასის მიერ კახელთა აყრა-გადასახლების, ვახტანგ VI-ის სახელმწ. საქმიანობის, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის საგარეო პოლიტიკის და სხვათა შესახებ.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ.,1979; toriis narkvevebi, t. 3, Tb.,1979; A chronicle of Carmelits in Persia and Papal mission of the XVII and XVIII centuries, v. 1–4, L., 1939.
ქ. პავლიაშვილი