„კარმენ-K“

კარმენ-K

„კარმენ-K“ (შპს), ერთ-ერთი დი­დი წისქვილკომბინატი საქართვე­ლო­ში (ყოფ. კაჭრეთის პურ­პრო­დუქტების კომბინატი). მდე­ბარეობს სოფ. კაჭრეთში. კაჭ­რე­თის პურპროდუქტების კომბი­ნა­ტის მშე­ნებლობას საფუძველი ჩა­ეყარა 1975 მარტში. შედგებოდა შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ელევატორი (პირველი ხორბალი მიიღო 1977 ოქტომბერში, საპროექტო სიმძლავ­რე – 118 ათ. ტ მარცვლის ტევადობა წელიწადში); წისქვილის საამქრო (ამუშავდა 1979 ოქტომბერ­ში, ხორბლის გადამუშავების საპროექტო სიმძლავრე – 245,0 ტ/დღღ); კომბინირებული საკვების საამქრო (ამოქმედდა 1980, კომბინირებული საკვების წარმოების სა­პროექტო სიმძლავრე – 630,0 ტ/დღ-ღ). საწარმოს ძირითადი საქმიანობა იყო ხორბლის მიღება, შენახვა, გადამუშავება, ფქვილის წარმოება, რეალიზაცია და მეცხოველეობისა და მეფრინველეობისათვის კომბინირებული საკვების წარმოება. 1996-იდან კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზ-ბა „კა­ხე­თის პური", რ-იც შემდეგ აუქციონის წესით გაიყიდა, 2006 წ. 6 იანვრიდან კერძო საკუთრება გახდა და ფუნქციონირება დაიწყო შპს „ფორტე-კა­ხე­თის" სახელწოდებით. 2007 მას შპს „მკათათვე", 2010 წ. 3 ნოემბრიდან კი [დაფუძნდა შპს „აგროსისტემების" (მარნეულის წისქვილკომბინატი) მიერ] „კ-K" ეწოდა. წარმოება ხორბლით მარაგდებოდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. ად­გილ. ხორბალს ყიდულობდნენ ფერმერებისგან. კაჭრეთში წარმოებული ფქვილი მიეწოდებოდა კა­ხე­თის, თბილისის და სა­ქარ­თვე­ლოს თითქმის ყველა რეგიონის პურის საცხობებს და მოსახლეობას. 2015 სექტემბრიდან საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია. ამჟამად „კ-K" მხო­ლოდ შპს „აგროსისტემებიდან" მიღებული ფქვილის რეალიზაციას ახდენს. პროდუქცია ბაზარზე გამოდის სავაჭრო ნიშნით „KARMEN"-ი.

ლ. აბრამი­შვი­ლი