კარპაკი, II–III სს. ქართლის წარჩინებულ მოხელე-დიდებულთა წრის წარმომადგენელი ქალი. იხსენიება არმაზისხევის პიტიახშთა (ერისთავთა) სამაროვანში აღმოჩენილ ოქროს ბალთის თვალზე ქალ-ვაჟის გამოსახულების გარშემო გაკეთებულ წარწერაში, რ-იც იკითხება ასე: „ჯავახ სიცოცხლეა ჩემი კარპაკ".