კარტოზია ალექსანდრე ­გურამის ძე

 კარტოზია ალექსანდრე ­გურამის ძე (დ. 8. I. 1959, თბილისი), გერმანისტი. დოქტორი (1995), პროფესორი (2015). დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის გერმანული განყ-ბა (1981). 1989–2005 იყო თსუ-ის გერმ. ფილოლ. კა­თე­დრის გამგე; 1990–91 – ზაარლანდის უნ-ტის მიწვეული პროფესორი; 1994–96 – გეტინგენის უნ-ტის სპეცია­ლურ კვლევათა ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი; 1997–98 – სა­ქართვ. ეროვნ. ბ-კის დირექტორი; 1998–2004 – სა­ქართვ. განათლების მინისტრი; 2005–06 – ბრემენის უნ-ტის აღმ. ევროპის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი; 2006-იდან – ოდერის ფრანკფურტის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (კულტუ­რის მეცნიერებათა ფაკ-ტი, შედარებითი ენათმეცნიერების კათედრა); 2015-იდან – თსუ-ის პროფესორი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტი, გერმ. ფილოლოგია).

კ-ს კვლევის სფეროა გერმანიკული ენები, ზოგადი ენათმეცნი­ერება, თარგმანმცოდნეობა, გერმ. ფილოლოგია. არის ა. ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) სტიპენდიანტი (Fellow) (1994-იდან) და სა­ქართვ. ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი.

თხზ.: მხატვ­რუ­ლი ტექსტი როგორც სიტყვის ობიექტივაცია, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1986, №1; გრა­მატიკულ-სემანტიკური ველის ობიექტივაცია მხატვრულ ტექსტში, იქვე, 1991, №4; Begegnung mit Ursprung und Zeit. In: Chr. Vogel (Hrsg.), «Georgien». Editon Braus, Heidelberg, 2008; Kunst kennt keine Grenzen? Hermann Wedekind und Georgien. In: K.Bohr (Hrsg.), Kunst kennt keine Grenzen. Erinnerungen an Hermann Wedekind, Saarbrücken, 2010.