კასია

კასია

კასია (Cassia), მრავალწლოვანი ბალახის, ბუჩქების ან ტანდაბალი ხეების გვარი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. 500–600 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. სამკურნ. მნიშვნელობა აქვს სინამაქის ხეს (C. acutifolia), რ-ის სამშობლოდ სუდანს მიიჩნევენ. მისი ერთწლიანი კულტურა გვხვდე­ბა შუა აზიასა და ყაზახეთში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­რობს სუბტროპ. მცენარეთა სარ­ტყელში. ბუჩქის სიმაღლე 1,5 მ აღ­წევს. სამკურნალოდ იხმარება მისი ფოთოლი, რ-იც „ალექსანდრი­ული ფოთლის“ (სინამაქის ფოთლის) ან სენას სა­ხე­ლით არის ცნობილი, აგრეთვე პარკი (ალექსანდრიული პარკი); შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს. ხ ი ა რ ი შ ა მ ბ ა რ ი, ანუ ხეჩერჩხელა (C. fistula) სა­ქართვე­ლო­ში ეგვიპტიდან და ინდოეთიდან შემოჰქონდათ. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ნ. წუწუნავა