კასპიები

კასპიები, (ბერძნ. Kaspioi, ლათ. Caspii), იბერიულ-კავკასიური ჯგუ­ფის ტომები, ცხოვრობდნენ აღმ. აზერბაიჯანის სტეპებში. პირველად იხსენიებს ჰეროდოტე ძვ. წ. V ს-ში. მოგვიანებით (და­ახლ. ძვ. წ. I ს-ში) შეერივნენ მიდიელებს, ალბანელებს და სხვა ტომებს. მათი სა­ხე­ლი ეწო­და კასპიის ზღვას და ძვ. აზერ­ბაიჯანის ერთ-ერთ ოლქს – კასპიანეს.

არსებობს მოსაზრება, რომ კ. მიეკუთვნებიან ინდოევროპულამდელ ტომებს. კ-ის შე­სა­ხებ ცნობები შემონახულია ანტ. წყაროებში.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ.,1970; С в а н и д з е  А., Материалы по истории алародийских племен, Тб., 1937.