კასრაძე-დამერი მანანა დიმიტრის ასული (დ. 3. X. 1954, თბილისი), ფიზიკოსი, პედაგოგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1997), საქართვ. განათლების აკადემიის ნამდვილი წევრი (1998). 1980 დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტი მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით. 1981-იდან ასწავლიდა ფიზიკას ჩელიაბინსკის (რუსეთი) სხვადასხვა საშ. სკოლაში, 1988-იდან მუშაობს ჩელიაბინსკის პედ. ინ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე (1997-იდან პროფესორი). ხელმძღვანელობს დოქტორანტურას, ასპირანტურას და სამაგისტრო პროგრამებს. კ.-დ. არის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნ. საბჭოს თავ-რე.
კ.-დ. იკვლევს ფიზიკის სწავლების ასპექტებს (ცნებათა ფორმირება, სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწავლების ტექნოლოგიების გამართვა), უმაღლესი განათლების საკითხებს.
1994-იდან ხელმძღვანელობს ფართომასშტაბიან პედ. ექსპერიმენტს სკოლაში ფიზიკის წინმსწრები სწავლების დასანერგად, დაამუშავა და შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოები მე-5–6 კლასებისთვის, რ-ებიც დაინერგა რუსეთის სკოლებში. არის მრავალი სასწავლო კურსის ავტორი, 1994-იდან – ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში ჩატარებული რუსეთის სტუდენტების ოლიმპიადების ორგანიზატორი და ჟიურის თავ-რე.
კ.-დ. არის ქართულ ენაზე შექმნილი ფიზ. სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია და 200-ზე მეტი სამეცნ. სტატია. მიღებული აქვს პატენტი დიდი ჰადრონული კოლაიდერის სასწავლო მოდელის შექმნისთვის. თანაავტ. ერთად გამოცემული აქვს ფიზიკის სახელმძღვანელოები ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისთვის (1998–2006).
მიღებული აქვს რუსეთის განათლების აკადემიის ჯილდოები.
თხზ.: Методические основы построения опережающего курса физики основной школы, Челябинск, 1996.