კასრი

კასრი, დამორილი, ცილინდრის ფორმის ძირჩადგმული, სალტით გარშემორტყმული ხის ჭურჭელი, იხმარება სანოვაგისა და სითხის სათავსოდ, მარცვლეულისა და ღვი­ნის საწყაო XVI–XVIII სს. იმე­რეთ­ში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლ-კა­ხეთ­ში. XVIII ს. აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მარცვლეულის საწყაო კ. შეადგენდა კოდის 1/2, ანუ 16,5 (17) კგ, ხოლო დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვინის საწყაო კ. საშუალოდ 46 ლ ტოლი იყო.

ლიტ.: ქარ­თული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. ე. ნადირაძის გამოც., თბ., 2011.

გ. ჯაფარიძე