კასრისსერი

კასრისსერი, მთა ასპინძის მუ­ნი­ციპალიტეტში, ერუშეთის მთი­ანეთში, მდინარეების – ინჯის­წყლისა (ურავლის ­მარჯვ. შენაკადი) და ქარზამეთისწყლის (­მტკვრის ­მარცხ. შენაკადი) სათა­ვეებთან. სიმაღლე 2944 მ. აგებულია ნეოგენური ანდეზიტ-დაციტური ლავით. შემოსილია ალპ. მდელოებით.

ლ. მარუა­შვი­ლი