კასტოდიანი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტიტუციური მონაწილე, რომელიც მეურვეობის პრინციპით ახორციელებს კლიენტების მომსახურებას, კერძოდ, მათი აქტივების აღრიცხვას, შენახვას, ინვესტირებას, ანგარიშსწორებას, დივიდენდების მიღებას, ჩანაწერების წარმოებასა და დაანგარიშებას.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კანონმდებლობით კასტოდიანურ მომსახურებაზე სპეც. ლიცენზია გათვალისწინებული არ არის და იგი დეპოზიტარული საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. 2011-იდან კ. წევრის სტატუსი და კასტოდიანური მომსახურება გათვალისწინებულია სააქციო საზ-ბა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის" თვითრეგულირების წესებით.
ვ. სვანაძე