კატაბალახა

კატაბალახა (Valeriana), მრავალწლოვან ბალახოვან ­მცენარეთა გვარი კატაბალახასებრთა ოჯახისა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ ევრაზიაში, სამხრ. ამერიკის ანდებსა და ჩრდ. ამერიკის ზომიერ სარტყელ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში იზრდება 10 სახეობა (მათგან 2 კავკასიის ენდემია). ს ა მ კ უ რ ნ ა ლ ო კ. (V. officinalis) ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. 1,5 მ-მდე სიმაღლის ვარდისფერ­ყვა­ვილებიანი ბალახია. მრავლადაა სა­ქარ­თვე­ლოს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავასა და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. სა­ქარ­თვე­ლო­ში იზრდება აგრეთვე კ ო ლ ხ უ რ ი კ. (V. colchica), რ-იც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს და ვალერიანის მჟავას.

კ-ს პრეპარატებს (ექსტრაქტი, ნაყენი სპირტსა და ეთერზე) იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვ. კავკასიაში, უკრაინასა და ზოგ სხვა რეგიონში იყენებენ ველური კ-ის ფესვებსა და ფესურებს, სხვაგან კ. კულტივირებულია.