კატაბარდა

კატაბარდა (Clematis), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ხვიარა, მცოცავი და სწორღეროიანი მერქნიანი მცენარეებია. მოიცავს 250-ზე მეტ სახეობას. გავრცელე­ბულია ზომიერ და თბილ რაიონებში. საქარ­თვე­ლო­ში 5 სახეობა იზრდება. მათგან ჩვეულებრივი კ. (C. vitalba) ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხვიარა ბუჩქია. აქვს წიბოებიანი ღერო და სურნელოვანი მოყვითალო ყვავილები. ხარობს ყირიმსა და კავკასიაში. საქარ­თვე­ლო­ში იზრდება კოლხე­თის და აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს ჭალისა და ვაკეთა ტენიან ტყეებში. ღერო და ფოთოლი შეიცავს ალკალოიდ კლე­მატინს. ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ მხალს. კ-ს ბევრი სახეობა დეკორატიულია.