კატალანური ატლასი

კატალანური ატლასი 1375 შექმნილი მსოფლიო რუკა. კ. ა. ისტ. კარტოგრაფიის ერთ-ერთ შე­დევრად ითვლება. ვარაუდობენ, რომ მისი ავტორია ესპანელი აბრაჰამ კრესკე. კ. ა-ზე ჩვენთვის საინტერესოა სა­ქარ­თვე­ლოსთან დაკავშირებული ნაწილის განხილვა. საყურადღებოა ორი დროშა, რ-ებიც დატანილია სევასტიასა (სავასტო – Savasto) და სებასტოპოლისთან (Sauastopoli), ანუ სოხუმ­თან. სევასტიასთან გამოსახულ დროშაზე ­კვლავ ჩნდება ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვანი დეტალი – წითელი ხუთჯვრი ანი დროშა მოცემულია სპარსეთის ილხანთა სახელმწიფოს დროშასთან კომბინაციაში. სავარაუდოდ, ეს კომბინაცია ასახავს იმდროინდელ ისტ. რეალობას – ოლჯაითუ ყაენის დროს მცირე აზიაში მონღოლ-ქარ­თველ­თა ერთობლივ ლაშქრობას და გიორგი V ბრწყინვალის პოლიტიკას. მნიშვ­ნე­ლოვა­ნია შემდეგი ფაქტი: ეს დროშები ერთმანეთის გვერდზე კი არ არის მოთავსებული, არამედ ეს არის პრაქტიკულად ერთი დროშა, რ-ის ქვედა ნახევარი წითელი ხუთჯვრიანი დროშაა, ხოლო ზედა ნახევარი – მოყვითალო ფონზე გამოსახული წითელი კვადრატი, ანუ ზუსტად ასახულია ის ისტ.

სურათი, როდესაც აღმ. სა­ქარ­თველოს ჯარი იბრძოდა ილხანთა სახელმწიფოს ჯართან ერთად. კ. ა-ზე დროშა ასევე დატანილია სოხუმთან. მისი გამოსახულება, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში წაშლილა; აქაც, სავარაუდოდ, მოცემული უნდა ყოფილიყო წითელი ხუთჯვრიანი დროშა.

ამგვარად, კ. ა. არის ფაქტობრივად მეექვსე რუკა, სადაც ხუთჯვრიანი დროშა სა­ქარ­თვე­ლოს ტერიტორიაზეა დატანილი.

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., სა­ქარ­თვე­ლო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.

ა. თვარაძე