კატამონის სვიმეონ მიმრქმელის მონასტერი

კატამონის სვიმეონ მიმრქმელის მონასტერი, ქარ­თველ­თა მონასტერი იერუსალიმში. მდებარეობდა იერუსალიმის სამხრ.- დას-ით, ჯვრის მონასტრის საწინააღმდეგო მხა­რეს, ამაღლებულ ადგილას. გადმოცემის მიხედვით, ვახტანგ გორგასალს შეუსყიდია სამონასტრო ადგილი და ქართველი ბერებისათვის სავანე აუშე­ნებია. 1515–24, ბედუინების თავდასხმების შედეგად, 19 ბერი დაიღუპა. გადარჩენილები იძულებული შეიქნენ სავანე მიეტოვებინათ. კატამონი ჯვრის მონასტრის იურისდიქციაში შედიოდა, მაგრამ მოხდა განხეთ­ქი­ლება და კატამონელებმა უარი თქვეს მისადმი მორჩილებაზე. მონასტერი ქართვე­ლებ­მა განაახლეს XVI ს. 20- იანი წლების შემდეგ.

XIX ს. 50-იან წლებში კატამონის სავანეში აღმოჩნდა ქართ. წარწერები.

წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, II (1213 წლიდამ 1700 წლამდე), თფ., 1897.

ე. მამისთვალი­შვი­ლი