კატაპიტნა

კატაპიტნა (Nepeta), მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახების გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია ევრაზიის არქტიკის გარე ოლქებში, აგრეთვე აფრიკაში. კავკასიასა და შუა აზიაში 80-ზე მეტი სახეობა იზრდება, სა­ქარ­თვე­ლო­ში – 12, მათგან 2 სა­ქართვ. ენდემია, 4 – კავკასიისა. იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე. კ. (N. cataria) თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარეა, იყენებენ პარფიუმერიაში; დიდყვავილა კ. (N. grandiflora) დეკორატიულია.