კატენი

კატენი (ლათ. catenae), ეგზეგეტიკურ მწერლობაში (იხ. სტ. ეგზეგეტიკა) დამკვიდრებული ჟანრი; ბიბლიური ტექსტის განმარტება-კომენტირება. კ-ები მიწერილი იყო ხელნაწერის გვერდის არშიებზე და ძირითადად რომელიმე მწერლის თხზულებიდან ამოღებულ განმარტებებს შეიცავდა; თუკი ავტორი ცნობილი იყო, მისი სა­ხელი იქვე აღინიშნებოდა. ყველაზე ცნობილი კ-ების ავტორია თომა აკვინელი. ქართ. კ-ების თვალსაჩინო ნიმუშია ე. წ. კატენებიანი გელათის ბიბლია (XII ს., ხელნაწ. ინ-ტი, A-1108). კ. კეკელიძის ვარა­უდით, ასეთი მთლიანი და სრული კ. ბიზანტიის მწერლობაშიც არ მოიპოვება.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ მიტროფანე ზმვირნელ მიტროპოლიტისაჲ, ტფ., 1920; მ ი ს ი ვ ე , ქარ­თული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; Б л е й к  Р. П., О древнегрузинских версиях Ветхого Завета, «Известия Кавк. отделения Моск. археол. об-ва», 1921, в. 6.

უ. ცინდელიანი