კატეხი

კატეხი, სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული მხა­რის, ჰერეთის მნიშვ­ნელო­ვა­ნი პუნქტი (ამჟამად სოფელი აზერბ. რესპ. ბელაქნის რ-ნში). სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა XI ს-ში აქ დააარსა მონასტერი, რ-იც ერთ-ერთ მსხვილ საეკლ. ცენტრად იქცა. XVIII ს-ში ირან-ოსმ. აგრესიისა და დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად კა­ხე­თის სამეფოს ჩამოსცილდა აღმ. ნაწილი, რ-შიც კ-ც შედიოდა და ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჭარ-ბელაქნელ ლეკთა ე. წ. უბატონო თემები.

ლიტ.: პ ა პ უ ა ­შ ვ ი ­ლ ი  თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.

თ. პაპუა­შვი­ლი