კაუკაზიშე პოსტი

კაუკაზიშე პოსტი, („Kaukasische Post" – „კავკასიის ფოსტა"), ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1906-იდან თბილისში გერმ. ენაზე. დამაარსებელი და პირველი რედ. – ა. ლაისტი. სხვადა­სხვა დროს მისი გამომცემლები იყვნენ კ. ფონ კუჩენბახი და ი. შლოინინგი.

„კ. პ-ის" ფურცლებზე შუქდებოდა მასალები სა­ქარ­თვე­ლოსა და კავკასიის შე­სა­ხებ. გაზეთი ასახავდა კავკასიის გერმანელთა ყოფას, ქართ. საზ. ცხოვრებას, გერმანელ კოლონისტთა და ქარ­თველ­თა ურთიერთობას.

გაზეთის პირველი ნომერი 1906 წ. 18 ივნისს გამოვიდა. I მსოფლიო ომის დაწყებისას მისი გამოცემა შეწყდა, ხოლო 1918–22 – განახლდა.

„კ. პ-ში" ა. ლაისტმა გამოაქვეყნა ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ლექსების, აგრეთვე ა. დეკანოზი­შვი­ლის პროზაული მინიატიურის თავისივე თარგმანები.

გაზეთს ჰქონდა სხვა­და­სხვა რუბრიკა: „პოლიტიკური მიმოხილვა", „სხვა­და­სხვა ცნობები", „კოლონიებიდან", „მთელი მსოფლიოდან", „ლიტერატურა და ხელოვნება", „ახა­ლი წიგნები", „მხიარული კუთხე".

ლიტ.: ბ რ ე გ ა ძ ე  ლ., მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის" ფურცლებზე, თბ., 2010.

თ. დოლიძე