კაფია

კაფია, ქარ­თული ზეპირსიტყვიერების პოეტური ჟანრი, სატირულ-იუმორისტული ხასიათის ლექსი, რ-იც ექსპრომტად გამოითქმება. არსებობს ცალფა (მონოლოგური) და ორფა (დიალოგური) კ. ცალფა კ. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია გავრცელებული, ორფა კი – უპირატესად ფშავ-ხევსურეთში.

ლიტ.: კ ო ტ ე ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961; ყ რ უ ვ გ ი ო რ გ ი , კაფიები, ლ. ბოძა­შვი­ლის გამოც., თბ., 1973; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ქარ­თული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.