კაშია ვალტერ გიორგის ძე (1. IX. 1948, სოფ. გორა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 9. VIII. 2015, თბილისი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1973-იდან მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, 2000–05 იყო ამავე ინ-ტის დირექტორი; იქვე ხელმძღვანელობდა არატრადიციული ენერგეტიკის განყ-ბას. 1985-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას სოხუმის უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე. 1996 აირჩიეს აფხაზეთის რეგიონული აკადემიის წევრად. 1997-იდან იყო საქართვ. ეკოლ. მეცნიერებათა და საინჟინრო აკადემიების წევრი. არის მრავალი გამოგონების ავტორი. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით, მ.შ. ღირსების ორდენით (1999).
თხზ.: ელექტროენერგიის თერმოემისიური გენერატორები და მათი უსაფრთხოების სისტემები, თბ., 2012.