კაშხიანი სერგო ამაიაკის ძე

კაშხიანი სერგო ამაიაკის ძე (17. II. 1918, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), მხა­ტვა­რი-გრაფიკოსი. საქარ­თვე­ლოს დამს. მხა­ტვა­რი. 1940– 47 სწავლობდა თბილ. ­სა­ხელმწ. სამ­ხატვრო აკადემიაში (პედაგოგები – დ. კაკაბაძე, ს. ნა­და­რეი­შვილი, ი. შარლემანი). მონაწილეობდა სამ­ხატვრო გამო­ფენებში, მ.შ. „ახალ­გაზრდა მხატვ­რების საშემოდგომო გამოფე­ნაში" (1954, თბილისი) და სხვ. 1959-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში, იყო გრაფიკის კა­თე­დრის თანამშრომელი. კ-ის შემო­ქმედებაში მნიშვ­ნელო­ვა­ნი ადგილი ეკავა პლაკატს, ლინოგრავიურას, ოფორტს, აგრეთვე ქართ. არქიტ. ძეგლების თემას. მისი ნამუშევრები და­ცულია შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში.