კაჩალინი გავრილ დიმიტრის ძე (17. I. 1911, მოსკოვი, – 23. V. 1995, იქვე), სპორტსმენი, ფეხბურთელი (ნახევარმცველი), მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1950). სსრკ დამს. მწვრთნელი (1956). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრები გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1956) და ევროპის პირველი ჩემპიონი (1960). თამაშობდა „ვოლნი ტრუდში“ (1928), გომელის „დინამოში", მოსკოვის „დინამოში" (1936–42). იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი (1937, 1940) და სსრკ თასის მფლობელი (1937); ბასკეთის ეროვნ. ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრის მონაწილე. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო მოსკოვის „ტრუდოვიე რეზერვიში" (1945–48); წვრთნიდა: მოსკოვის „ლოკომოტივს" (1949–52), ტაშკენტის „პახტაკორს" (ფახთაკორი, 1960; 1975), თბილისის „დინამოს" (1964–65, 1971–72), მოსკოვის „დინამოს" (1973–74). იყო სსრკ ნაკრების მთ. მწვრთნელის თანაშემწე (1954) და მთ. მწვრთნელი (1955–58, 1960–62, 1968–70). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში (1958, 1962, 1970). სსრკ-ის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების (1965) და სსრკის ოლიმპიური ნაკრების (1966–68) მწვრთნელი. კ-ის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო" თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭ. კავშირის ჩემპიონი (1964).