კაცია I დადიანი, (გ. 1710), ოდიშის მთავარი 1704–10. 1704 მამამ, გიორგი IV-მ, დადიანის ტიტული უბოძა, თუმცა სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი თვითონ იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კ. I დ-მა მამა ოდიშიდან გააძევა და სამთავროს მართვას შეუდგა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ს ო ს ე ლ ი ა ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.