კაწარეთის საეპისკოპოსო

კაწარეთის საეპისკოპოსო, ფეო­დალური ხანის (V–VII სს.) საეპისკოპოსო ცენტრი. მდებარეობდა კა­ხეთ­ში (ამჟამად ნასოფლარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის ­მარცხ. ნაპირზე). ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ კუხებისა და სუჯების ტომთა წარმართული რელიგ. ცენტრი იყო. გადმოცემით, ქარ­თველ­თა განმანათლებელმა ნინომ აქ მიაღებინა ქრისტიანობა კუხ და სუჯ მთავრებს და მათ ქვეშევრდომებს. ქართ. საეკლ. იერარქიაში კაწარელი ეპისკოპოსი რიგით მეოცედ იხსენიებოდა.

წყარო: მოქცევაჲ ქარ­თლისაჲ, წგ.: ძველი ქარ­თული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციკულო ეკლესიის ისტორია, ტ. I, თბ., 1996.

დ. მუსხელი­შვი­ლი