კაჭახიძე ალექსანდრე ვლადიმერის ძე (3. VII. 1911, ქუთაისი, – 19. V. 1997, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. კანდიდატი (1953), საქართველოს სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). 1932 დაამთავრა მოსკოვის სავეტერინარო აკადემიის სამხედრო-სავეტერინარო ფაკ-ტი.
1941–45 მუშაობდა „პრიმორსკის" არმიის სავეტერინარო სამსახურის უფროსად. 1947 დაინიშნა თბილ. სავეტერინარო საცდელი სადგურის დირექტორად, რ-ის ინ-ტად გადაკეთების შემდეგ განაგებდა ფრინველთა დაავადებების შემსწავლელ განყ-ბას. კ-მ თანამშრომლებთან ერთად დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნიუკასლის დაავადების (ფრინველის ცრუ ჭირი) საწინააღმდეგო ორი ვაქცინა და შეიმუშავა მშრალი ვირუსვაქცინების შეფრქვევის აეროზოლური მეთოდი. 1953 გადაეცა ი. მიჩურინის სახ. მედალი, ამავე წელს მიიღო საქართვ. დამს. ვეტერინარი ექიმის წოდება. მიღებული აქვს სახელმწ. და საბრძოლო ჯილდოები.
თ. ყურაშვილი