კახაბერ II გურიელი

კახაბერ II გურიელი, (გ. 1483), გურიის მთავარი XV ს. II ნახევარში, ლიპარიტ I დადიანის ვაჟი. დაეხმარა ქარ­თლის მეფის, გიორგი VIII-ის წინააღმდეგ აჯანყებულ სამცხის ათაბაგს – ყვარყვარე II ჯაყელს, რ-ისგანაც სამაგიეროდ აჭარა და ჭანეთი მიიღო, ხელი შეუწყო იმე­რეთ­ში გიორგი VIII-ის მოწინააღმდეგე ერის­თავის, ბაგრატის გამეფებას. შემდეგში კ. II გ. დადიანთან ერთად დაუპირის­პირდა სამეფო ხელისუფლებას და გურიის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძო­ლა, მაგრამ ბაგრატმა დაამარცხა. კ. II გ. არ გამოცხადდა ალექსანდრე II-ის იმერთა მეფედ კურთ­ხევაზე, შემდეგ კი ქარ­თლის მეფე კონსტანტინე II-სთან ერთად ებრძოდა (1479–80) მას. ამ დროიდან გურია ფაქტობრივად დამოუკიდებელი სამთავრო გახდა.

ქ. ჩხატარაი­შვი­ლი