კახაბერისძე კახაბერ, XII ს. 80-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რაჭისა და თაკვერის ერისთავი. გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, თამარის მეორე კორონაციის დროს, ქუთათელ მთავარეპისკოპოს ანტონ საღირისძესთან ერთად სამეფო გვირგვინი დაადგა მას. შემდეგ კახაბერისძენი ოპოზიციაში ჩაუდგნენ მეფეს. მართალია, წყაროებში უშუალოდ კახაბერს არ ასახელებენ განდგომილთა შორის, მაგრამ საფიქრებელია, რომ საგვარეულოს მეთაური და რაჭის ერისთავი კ. თამარის „ქუეგამხედვართა" შორის იქნებოდა.
წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: ს ო ს ე ლ ი ა ო., რაჭის ერისთავთა სათავადო, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970.
ი. ანთელავა