კახაბრის ვაკე, დაბლობი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), ქ. ბათუმსა და მდ. ჭოროხს შორის, ზ. დ. 22 მ-მდე. წარმოადგენს მდ. ჭოროხის ძველი დელტის ნაწილს. აგებულია მეოთხეული კენჭნარით და ქვიშებით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 5 კმ. ვაკის უმეტესი ნაწილი უჭირავს კულტ. ლანდშაფტს.
ლ. მარუაშვილი