კახეთის მევენახეთა ყრილობარილობა, რომლის მიზანი იყო კახეთის სოფ. მეურნ. ძირითადი დარგის – მევენახეობის მოვლა-პატრონობისა და მავნებელთაგან ვაზის კულტურის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება. შედგა 1899 წ. 20–25 ნოემბერს ქ. თელავში ფილოქსერის კავკასიური კომიტეტისა და მისი წევრის, ი. ანდრონიკაშვილის ინიციატივით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ფილოქსერა, რ-იც ანადგურებდა დას. საქართვ. ვენახებს და გავრცელებას იწყებდა გორის მაზრაშიც. კახეთს ამ მავნებლისაგან იცავდა მთები და უვენახო სივრცეთა ზოლი, მაგრამ ფილოქსერის გავრცელების საფრთხე მაინც იზრდებოდა.
კ. მ. ყ-მ განიხილა კახეთში გავრცელებული ვაზის სოკოვან დაავადებათა (მილდიუსა და ოიდიუმის) წინააღმდეგ ბრძოლის, ფილოქსერისაგან დასაცავად ამერ. ვაზის სანერგეთა გაშენების (ასეთი სანერგე იყო საქარაში 1893-იდან) საკითხები. ამერ. ვაზის საძირეზე დამყნობით უნდა გადაერჩინათ კლასიკური ჯიშის ადგილ. ვაზი (დას. საქართველოში ეს უკვე კეთდებოდა). ყრილობამ განიხილა სხვა საკითხებიც.
კ. მ. ყ-მ მოისმინა მევენახეთა ცნობილი სპეციალისტების (ი. ანდრონიკაშვილი, პ. ავერკინი, პ. გეევსკი, ნ. გოზალიშვილი, გ. კოლელიშვილი, ნ. ვაჩნაძე, ს. ვახვახიშვილი, მ. ვერმიშევი, ს. ზავაროვი, ა. დემენტიევი, დ. მაყაშვილი, პ. სააკაშვილი, ი. და ვ. სტაროსელსკები, ვ. რცხილაძე, ლ. ჯანდიერი, ი. ჯორჯაძე, გ. შალიკაშვილი და სხვ.) მოხსენებები.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 4, წგ. 1, თბ., 1962; ტ. 5, თბ., 1965; Труды съезда виноградовладельцев и виноградарей Кахетии в г. Телави в 1899 г., Тфл., 1907.
პ. გუგუშვილი