კახეთის რეგიონი

კახეთის რეგიონი, 2016-მდე – კ ა ­ხ ე ­თ ი ს  მ ხ ა ­რ ე (შეიქმნა 1994), ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოიცავს აღმ. საქარ­თვე­ლოს ნაწილს, ივრისა და ალაზნის აუზებს (სა­ქართვ. ფარგლებში). ჩრდ-ით და ჩრდ.-აღმით ესაზღვრება რუს. ფედერაცია, აღმ-ით და სამხრ-ით – აზერბაიჯანი, დას-ით – მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქარ­თლის რეგიონები. ფართ. 11375,0 კმ². მოსახლ. 318,6 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. თელავი.

რეგიონში არის 8 მუნიციპალიტეტი [ახმეტის მუნიციპალიტეტი (ახმეტის რაიონი), გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სა­გარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტი], 9 ქალაქი (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლის­წყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი), 333 სოფელი, 77 სათავო სოფელი, 56 თემი.

კ. რ. ტერიტორიულად დაახლ. ემთხვევა ისტ.-ეთნოგრ. მხა­რე კახეთს. მოსახლ. 85% ქართველია, 9,9% – აზერბაიჯანელი, ცხოვრობენ აგრეთვე ქისტები, სომხები, ოსები, რუსები და სხვ. საშ. სიმჭიდროვეა 28,0 კაცი 1 კმ²-ზე (2014).

მოსახლ. დიდი ნაწილი დასაქმებულია სოფ. მეურნეობაში. ოჯახური და სხვა ტიპის მეურნეობების სარგებლობაშია 131811 ჰა სახნავი მიწა, მრავალწლიან ნარგავებს უჭირავს 25573 ჰა, ვენახებს – 22227 ჰა, ხეხილის ბაღებს – 2860 ჰა.

სოფ. მეურნ. მთავარი დარგებია: მევენახეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. კვების მრეწვ. ძირითადი დარგია მეღვინეობა.

კ. რ. ქვეყნის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი საკურორტო-რეკრეაციული რაიონია. მის ტერიტორიაზეა ოთხი ნაკრძალი და ორი ეროვნ. პარკი. რეგიონში ბუნების სილამაზესა და უამრავ ისტ. ძეგლთან ერთად მრავლადაა ლიტ-რისა და ხელოვნ. მოღვაწეთა სახლ-მუზეუმები, რაც უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედ. ირ. ჟორდანია, ტ. 1–2, თბ., 2015.

ე. ლოლუა