კახეთის ქედი

კახეთის ქედი, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ილტოსა და ივრის წყალგამყოფი. 40 კმ სიგრძის მერი­დიანული მიმართულების ქედი დიდი ბორბალოდან შახვეტილის მთამდე. ებმის გომბორის ქედს. გამოეყოფა ქარ­თლის ქედს 3279 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალით და მდ. ივრით. კ. ქ. აგებულია მეზოზოური ასაკის ტერიგენული წყებით. ქედის თხემზე აღმართულია მთები: ლაღის მთა, გარეჯა, მუხათი, დამასტი, დიდი ველევი. კ. ქ-ის უღელტეხილზე გადადის თიანეთ–ახმეტის გზა. ქედის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზემო – სუბალპ. და ალპ. ბალახეულით.

ლ. მარუა­შვი­ლი