კახიაშვილი კახი თამაზის ძე

კახიაშვილი კახი თამაზის ძე (აკაკიოს კახიაშვილესი, ბერძნ. Ακάκιος Καcιασβίλης (დ. 13. II. 1969, ცხინვალი), სპორტსმენი (ძალოსანი). სამგზის ­ოლიმპიური (ბარსელონა, 1992; ატლანტა, 1996; სიდნეი, 2000) და სამგზის მსოფ­ლიო (1995, 1998–99) ჩემპიონი. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1993–94; 1995–96). მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1993–94), ევროპის ჩემ­პიონატების ორგზის მეორე (1994; 1999) და მესამე პრიზიორი (1998). სპორტის დამს. ოსტატი. დაამყარა მსოფლიო რეკორდები: ორჭიდში 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში – ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში – სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). 1994-იდან გამოდიოდა საბერძნეთის სა­ხე­ლით. 2006 კვლავ აღიდგინა სა­ქარ­თვე­ლოს მოქალაქეობა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1994).