კახისის ტბა, ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე, მდ-ების – ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, დაბაძველის პლატოზე. ფართ. 0,05 კმ², უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის (მიწისქვეშა ეროზია) შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარია. ტბის მიდამოებში არის ნაძვნარი.
ი. აფხაზავა